2007 წლის 10 აგვისტოდან "ასავალ დასავალის" რედაქცია იმყოფება დევნილობაში. დაგვიკავშირდით მხოლოდ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

თველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ჩატარდა წარმოება და დადგი

„ამ ეტაპზე, ჩვენი ინფორმაციით, პრეზიდენტს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით შესაბამისი აქტი არ გამოუცია. თუმცა, არსებობს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი, რადგან კანონში წერია, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება არის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი თუმცა, ვიმეორებ, ამასთან დაკავშირებით, პროცედურულად, საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს“, - აღნიშნა კოჟორაძემ.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაფერი წერია პრეზიდენტის მიერ შესაბამისი აქტის მიღებასთან დაკავშირებით, რაც საფუძვლიანს ხდის ეჭვს, რომ პრეზიდენტს შესაბამისი ბრძანებულება არ გამოუცია.

პრეზიდენტის ბრძანებულება მას შემდეგ შედის ძალაში, რაც იგი საკანონმდებლო მაცნეში ქვეყნდება. ამ დროისთვის, საკანონმდებლო მაცნეში მსგავსი ბრძანებულება არ გამოქვეყნებულა.

სამოქალაქო რეესტრში კი აცახდებენ, რომ მათ მხოლოდ ის ინფორმაცია აქვთ, რაც იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მათ არ იციან, თუ როდის შეუწყდა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა.

როგორც ტრიბუნა.ge-ს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა გიორგი მეურმიშვილმა განუცხადა, რეესტრს არ აქვს ინფორმაცია, თუ როდის და რომელი დოკუმენტის საფუძველზე შეუწყდა მოქალაქეობა ივანიშვილს.

მეურმიშვილმა იუსტიციის სამინისტროში გადაგვამისამართა და აღნიშნა, რომ სწორედ სამინისტრომ გაავრცელა ივანიშვილის შესახებ განცხადება.

ტრიბუნა. ge-მ იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურთან დაკავშირება სცადა, თუმცა უშედეგოდ, პრესსამსახურმა ჩვენს სატელეფონო ზარებს საათების განმავლობაში არ უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ ჩატარებულ მოკვლევაზეა დაფუძნებული.

განცხადების მიხედვით კი, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის.

„რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბიძინა გრიგოლის ძე ივანიშვილს 2004 წლის 22 ივლისს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. საქართველოს კონსტიტუციის და "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ჩატარდა წარმოება და დადგინდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ მოიპოვა საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციისა და "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა", - ვკითხულობთ განცხადებაში.